კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების
დაცვის განაცხადი

წინამდებარე განაცხადი აწესრიგებს თქვენ მიერ Silk Go პლატფორმით (შემდგომში “Silk Go პლატფორმა”/ “პლატფორმა”) და პლატფორმით შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს. განაცხადი ვრცელდება როგორც SilkGo მობილური აპლიკაციის, ისე ვებ-გვერდის www.Silkgo.ge სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

თუ თქვენ სარგებლობთ/გეგმავთ ისარგებლოთ SilkGo პლატფორმით, ან გაიარეთ პლატფორმაზე რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, იგულისხმება, რომ თქვენ გაეცანით წინამდებარე განაცხადის პირობებს და დაეთანხმეთ მას.

განაცხადი შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, რის თაობაზეც ინფორმაცია (განაცხადის განახლების უკანასკნელი თარიღი) აისახება დოკუმენტის პირველ გვერდზე და გეცნობებათ აღნიშნულის თაობაზე.

ჩვენს შესახებ:

პლატფორმის მეშვეობით სხვადასხვა სერვისს გაწვდიან სს “სილქნეტი” (ს/ნ 204566978) (შემდგომში “სილქნეტი”) და შპს“პრემიუმ ვებ სოლუშენსი” (ს/ნ 404503042) (შემდგომში “MyVideo”) (შემდგომში “ჩვენ” ან “მხარეები”).

სილქნეტი და MyVideo, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, ერთობლივად დაამუშავებენ თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებს (განმარტება იხ. ქვემოთ). გაითვალისწინეთ, რომ ახალი მომხმარებლის პლატფორმაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე Silk Go ან MyVideo სერვისების არსებული მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ავტორიზაციის გავლის დროს თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები სილქნეტმა და MyVideo-მ გაუზიარონ ერთმანეთს, რათა შეძლოთ ერთი ანგარიშის გამოყენებით პლატფორმაზე შესვლა და ყველა შემოთავაზებული სერვისით სარგებლობა.

გარდა სარეგისტრაციო მონაცემებისა, განაცხადში მითითებულ ყველა სხვა მონაცემს თითოეული მხარე დაამუშავებს დამოუკიდებლად, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი დამოუკიდებელი პირი.

როგორც სილქნეტი, ისე MyVideo, მონაცემებს ერთობლივად ან დამოუკიდებლად დაამუშავებენ წინამდებარე განაცხადის თანახმად.

თუ პლატფორმის გარდა თქვენ სარგებლობთ სილქნეტის ისეთი სერვის(ებ)ით, როგორიცაა ფიქსირებული ან/და მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და ამ მომსახურებებთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ასეთი სერვის(ებ)ის გაწევასთან დაკავშირებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გავრცელდება სილქნეტის კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადი.

წინამდებარე განაცხადი არ ვრცელდება სხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებზე ან/და ვებ-გვერდებზე, რომელზეც შესაძლოა გადახვიდეთ პლატფორმის გამოყენებით. სილქნეტი და MyVideo არ არიან პასუხისმგებელი სხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებთან დაკავშირებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე.

განაცხადის მიზნები

წინამდებარე განაცხადის მიზანია:

განგიმარტოთ სამართლებრივი საფუძვლები, მიზნები და პრინციპები, რომელთა საფუძველზეც მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება;

გაგაცნოთ, როგორ ვაგროვებთ და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;

გაცნობოთ, როგორ ვიცავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს;

მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების, ასევე წინამდებარე განაცხადში მოცემული და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და გარანტიები

  • მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
  • მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
  • მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
  • მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება/შენახვა განსაზღვრულია კანონმდებლობით და წარმოადგენს პროპორციულ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან;

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება კანონიერი, წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლების, მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სპეციალური უსაფრთხოების ჯგუფი მუდმივად მუშაობს უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებაზე, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იქნას არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების საფუძველზე დანერგილია შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელთა ეფექტურობის პერიოდული შეფასება ხორციელდება შიდა და გარე აუდიტის ფარგლებში.

პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და მიზნები

პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული კანონიერი საფუძვლით, კერძოდ:

თქვენთან დადებული გარიგებით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების და/ან თქვენი მოთხოვნის/განაცხადის განხილვის საფუძვლით;

კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით;

კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;

თქვენი თანხმობით.

ზემოთ მოცემული საფუძვლებით, თქვენი მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი ერთი ან რამდენიმე კანონიერი მიზნით:

თქვენ მიერ შეძენილი/არჩეული/მისაღები მომსახურების (Digital TV, Video on Demand, MyVideo) თქვენთვის მოწოდების მიზნით;

პლატფორმაზე თქვენი რეგისტრაციის ან ავტორიზაციის უზრუნველყოფის მიზნით;

თქვენთან ხელშეკრულების გაფორმებისა და/ან თქვენი ანგარიშის/მომსახურების მართვის, მათ შორის, დისტანციური მართვის სერვისის გაწევის მიზნით;

თქვენთან ანგარიშსწორების განხორციელების, მათ შორის, თქვენთვის მომსახურების ანგარიშის მოწოდების მიზნით;

თქვენ მიერ შეძენილი მომსახურებ(ებ)ის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მათ შორის, (i) თქვენი ბალანსის ან მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის/შეწყვეტის (ii) თქვენი დავალიანების და გადახდის ვადის (iii) დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ან (iv) მომსახურების პირობების/ ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით;

თქვენი მოთხოვნის, საჩივრის/პრეტენზიის განხილვის, თქვენთვის ტექნიკური დახმარების გაწევის ან ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით;

მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის და/ან ჩვენი მომსახურების/პროდუქტებისა და აპლიკაციის/ვებ-გვერდის ფუნქციონირების ტესტირების, გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის;

განხორციელებული თაღლითური ქმედების, ფროდის ან/და კიბერ შეტევის ინციდენტების მონიტორინგის, პრევენციის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის/შეჩერების მიზნით;

აგრეგირებული და დეპერსონალიზებული მონაცემების ფორმირების მიზნით, რომელიც გამოიყენება (i) არსებული მომსახურებისა და პროდუქტების ანალიზისა და შემდგომი განვითარებისათვის, (ii) ახალი მომსახურებების/პროდუქტების შესამუშავებლად, ისევე როგორც (ii) მენეჯერული, შიდა კორპორატიული და მესამე პირებისათვის მისაწოდებელი ანგარიშების შესამუშავებლად; (ამგვარი აგრეგირებული და დეპერსონალიზებული ფორმით შენახული მონაცემები არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან გამორიცხავს პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებას);

გაწეული მომსახურებების თაობაზე თქვენი ინტერესების ანალიზის, თქვენი პროფაილინგის და თქვენზე მორგებული პერსონალიზებული პროდუქტების შემუშავების მიზნით;

გაწეული მომსახურებების თაობაზე გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარების მიზნით;

პერსონალური მონაცემების გაცემასთან, შესწორებასთან, დამუშავებასთან, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თქვენი მოთხოვნების აღრიცხვისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

დამატებით თქვენი თანხმობის საფუძველზე, შესაძლოა თქვენი მონაცემები დამუშავდეს ყველა იმ სხვა მიზნისთვის, რომელზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ.

პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები და მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ

პერსონალური მონაცემების მოპოვება ხორციელდება თქვენ მიერ - როდესაც გვაწვდით ასეთ ინფორმაციას, ან მომსახურების პროცესში გენერირებული ან/და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე წყაროდან.

თქვენს პერსონალურ მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც თქვენ:

შემოდიხართ, რეგისტრირდებით ან გადიხართ ავტორიზაციას პლატფორმაზე ან/და დებთ ჩვენთან გარიგებას/ხელშეკრულებას;

სარგებლობთ SilkGo პლატფორმით და პლატფორმაზე შემოთავაზებული მომსახურებებით, მათ შორის, ახორციელებთ მომსახურების შეძენას, ცვლილებას, დამატებას ან გაუქმებას;

სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით (მათ შორის წერილის, ელ-ფოსტის, ცხელი ხაზის ან ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალის მეშვეობით) მოგვმართავთ ჩვენ ან ჩვენს წარმომადგენელს პლატფორმასა და პლატფორმით შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, მონაწილეობას იღებთ გამოკითხვაში, აქციაში, გათამაშებაში და/ან სხვა ფორმით შემოდიხართ ჩვენთან კომუნიკაციაში;

მოგვმართავთ საჩივრით/პრეტენზიით, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და გასწორების მოთხოვნით;

მოგვმართავთ პერსონალური მონაცემების გაცემის, გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, შესაძლოა მოვიპოვოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისაგან, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობთ, ასევე ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.

მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ

პერსონალური მონაცემების კატეგორიები და დამუშავების მოცულობა დამოკიდებულია თქვენს მიერ შეძენილ/მიღებულ მომსახურებებზე, ჩვენთან განხორციელებული კომუნიკაციის ფორმაზე და თქვენს მოთხოვნებზე;

წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლებით და მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:

მონაცემები SilkGo აპლიკაციითა და www.silkgo.ge ვებ-გვერდით სარგებლობის თაობაზე (დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ “მზა ჩანაწერების (Cookie) პოლიტიკას”;

თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები, მაგალითად თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, მობილური სააბონენტო ნომერი, პაროლი, ანგარიშის ნომერი, ინფორმაცია სრულწლოვანების თაობაზე, ერთჯერადი კოდი, მათი გამოყენების თაობაზე მონაცემები ან სხვა;

მონაცემები თქვენ მიერ მიღებული მომსახურებ(ებ)ის შესახებ, მაგალითად ინფორმაცია პლატფორმის მეშვეობით მიღებული კონტენტის (არხი/გადაცემა/ვიდეოჩანაწერი ან სხვა), დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ასევე მონაცემები მომსახურების დამატების, გაუქმების ან ცვლილების თაობაზე;

საბილინგო მონაცემები, მაგალითად ინფორმაცია მომსახურების/პაკეტის შეძენის, გადახდის თარიღის, დროისა და ფორმის შესახებ, ასევე, მომსახურების/პაკეტის ვადის ამოწურვის შესახებ, ინფორმაცია მომსახურებისათვის დარიცხული საფასურის შესახებ და სხვა;

ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია საკრედიტო/სადებეტო ბარათისა ან/და საბანკო ანგარიშის თაობაზე;

თქვენი IP მისამართი და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, მათ შორის მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, სისტემაში დაყენებული სასაათო სარტყელი (timezone), ეკრანის სიგრძე და სიგანე.

კავშირის ტიპის თაობაზე მონაცემი (მობილური ინტერნეტი ან Wi-Fi) და დაკავშირებული ქსელის სახელი.

პლატფორმასთან და მისი მეშვეობით შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, თქვენ მიერ განხორციელებული კომუნიკაციის მონაცემები, მათ შორის, ელ-ფოსტით/ფოსტით/ონლაინ საკონსულტაციო (ონლაინ ჩეთის) პროგრამით შემოსული წერილობითი ინფორმაცია, ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების აუდიო ჩანაწერი და/ან ჩვენი მომსახურების ცენტრში თქვენი ვიზიტის თაობაზე მონაცემები.

თქვენთვის მოწოდებული კონტენტის მახასიათებლების თაობაზე მონაცემები;

თაღლითურ ქმედებებთან/ფროდთან და ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული მონაცემები;

თქვენი მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, სეგმენტის /კატეგორიის და პროფილის შესახებ;

თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, წაშლის, გაცემის, დამუშავებაზე თანხმობის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია;

ნებისმიერი ის სხვა მონაცემი, რომლის დამუშავებაზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ და/ან რომლის დამუშავების ვალდებულებაც გვეკისრება კანონმდებლობით.

არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემები

პლატფორმით სარგებლობა შეზღუდულია 18 წლამდე პირებისათვის, იმისათვის, რათა არასრუწლოვანი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არ იყოს მისი ასაკისათვის არასათანადო პროდუქცია ან მომსახურება. ამ მიზნით, პლატფორმით სარგებლობის, ასევე პლატფორმაზე რეგისტრაციის ან უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის პლატფორმაზე პირველადი ავტორიზაციის დროს დამუშავდება ინფორმაცია თქვენი სრულწლოვანების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკური პირი არის არასრულწლოვანი, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

ონლაინ სივრცეში არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი მომხმარებლისთვის დანერგილი გვაქვს პროდუქტი, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე “ინტერნეტ მშობელი - SILK KIDDO”, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილის აქტივობა ინტერნეტში.

პერსონალური მონაცემების გაზიარება

თქვენი მონაცემების გაზიარება შესაძლოა მოხდეს შემდეგი პირებისთვის:

უფლებამოსილი პირების/(ქვე)კონტრაქტორებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით აგროვებენ და ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელით/ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენი დავალების საფუძველზე. ჩვენს (ქვე)კონტრაქტორებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ მონაცემები სხვა მიზნით, გარდა ჩვენ შორის შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და/ან გაამჟღავნონ მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემები.

რიგ შემთხვევებში შესაძლოა თქვენი მონაცემები გავუზიაროთ ისეთ უფლებამოსილ პირებს/ (ქვე)კონტრაქტორებს, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომელიც არ არის გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს მქონე ქვეყნების ნუსხას. (ქვე)კონტრაქტორების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მონაცემების დამუშავება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამის უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოებს და/ან სახელმწიფო უწყებებს;

სხვა მესამე პირებს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ იმ მინიმალური მასშტაბით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან რაც გათვალისწინებულია/სავალდებულოა კანონმდებლობით.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.

თუ თქვენ პლატფორმით სარგებლობთ რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე, თქვენი მონაცემების შენახვის/წაშლის საკითხი მოწესრიგდება “მზა ჩანაწერების (Cookie) პოლიტიკით”.

თუ თქვენ პლატფორმით შემოთავაზებულ სერვისებს იღებთ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით, თუმცა არ სარგებლობთ და არასდროს გისარგებლიათ ფასიანი სერვისებით ან Myvideo მომსახურების ფარგლებში არ გაქვთ ატვირთული და გამოქვეყნებული კონტენტი, თქვენი მონაცემები შეინახება მანამ, სანამ არსებობს თქვენი ანგარიში და ანგარიშის წაშლისთანავე წაიშლება თქვენი მონაცემები.

თუ თქვენ პლატფორმით შემოთავაზებულ სერვისებს იღებთ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით და Myvideo მომსახურების ფარგლებში ატვირთული და გამოქვეყნებული გაქვთ რაიმე კონტენტი, თქვენი მონაცემები შეინახება მანამ, სანამ არსებობს თქვენი ანგარიში, ხოლო ანგარიშის წაშლისთანავე წაიშლება თქვენი მონაცემები.

თუ თქვენ პლატფორმით შემოთავაზებულ სერვისებს იღებთ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით და წარსულში გისარგებლიათ ან სარგებლობთ სილქნეტის მიერ შემოთავაზებული ფასიანი სერვისებით, სილქნეტი თქვენს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სარეგისტრაციო მონაცემები, თქვენ მიერ გამოყენებული აპარატურის/მოწყობილობის მონაცემები, გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები ან მასთან დაკავშირებული გარიგებები შეინახავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან/დასრულებიდან არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო გადახდების შესახებ ინფორმაციას, ისევე როგორც მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას - მომსახურების გაწევიდან არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ წავშალოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიში, თუ თქვენ ორი წლის მანძილზე არ სარგებლობთ ამ ანგარიშით.

პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის, ან მონაცემთა წაშლის სხვა საფუძვლის დადგომის მიუხედავად პერსონალური მონაცემების წაშლა/განადგურება შესაძლოა არ მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მათი დამუშავების კანონისმიერი საფუძველი, მაგალითად ჩვენსა და მომხმარებელს შორის დავის შემთხვევაში ან მონაცემების შენახვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ:

გამოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება თქვენს შესახებ;

გაეცნოთ და მიიღოთ იმ მონაცემების ასლები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ;

მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;

მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;

ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;

მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის იმგვარი ინციდენტის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

თქვენი უფლებების განხორციელების მიზნით, თუ თქვენი მოთხოვნა უკავშირდება სილქნეტისა და MyVideo-ს, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების ერთობლივ დამუშავებას, უფლება გაქვთ, მიმართოთ როგორც სილნქეტს, ისე MyVideo-ს ან ორივე მათგანს.

სხვა მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ იმ მხრეს, რომელიც გაწვდით შესაბამის სერვისს და ამ სერვისთან დაკავშირებით ამუშავებს თქვენს მონაცემებს.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს თქვენს განაცხადზე რეაგირებას არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.

მონაცემთა გამოყენების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება

თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება, მათ შორის მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის წაშლა.

თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) სილქნეტი, MyVideo ან ორივე მხარე ერთობლივად შევწყვეტს თქვენი მონაცემების დამუშავებას ან/და წაშლის/გაანადგურებს თქვენს მონაცემებს.

ჩვენ შესაძლოა უარი გითხრათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა საფუძველი, მაგ: მონაცემთა შენახვის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემების შენახვა საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც განხორციელდა მონაცემთა შეგროვება, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად. უარის შემთხვევაში თქვენ განგემარტებათ უარის თქმის საფუძველი და ასევე გეცნობებათ აღნიშნული უარის გასაჩივრების წესი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მოითხოვთ ისეთი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის პლატფორმით გათვალისწინებული სულ მცირე ერთი სერვისის მოწოდებისათვის, თქვენ ვეღარ შეძლებთ პლატფორმაზე თქვენი მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობას.

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ინფორმაცია ჩვენს შესახებ და როგორ დაგვიკავშირდეთ

ტერმინთა განმარტება

ჩვენ/მხარე/მხარეები- სს “სილქნეტი” და შპს “პრემიუმ ვებ სოლუშენსი” ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

მომხმარებელი - სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს SilkGo პლატფორმით და ამ პლატფორმით მიწოდებული ერთი ან რამდენიმე მომსახურებით.

კონტრაქტორი - ისეთი უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მხარის ხელშემკვრელ პირს მოქმედებს მისთვის და მისი სახელით და რომელიც მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით ამუშავებს ამავე მომხმარებლების მონაცემებს;

სხვა პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, სილქნეტისა, უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები სილქნეტის ან უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;

მონაცემი/პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.

პარტნიორი - ნებისმიერ სხვა პირი, ვისთან ერთადაც მხარე სთავაზობს/ახორციელებს ერთობლივ პროდუქტებს/მომსახურებებს.

პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.

უფლებამოსილი პირი - დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება), რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიისთვის ან მისი სახელით.

პოპულარული ვიდეოები

იტვირთება...
მთავარი
ტელევიზია
ვიდეო
მენიუ
პაკეტები
კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადი - SilkGO | Silk Go