მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებები

მომსახურების ზოგადი აღწერა

წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში: წესები) არეგულირებს SilkGo ვებ-გვერდითა (Silkgo.ge) და SilkGo მობილური აპლიკაციით (შემდგომში ერთობლივად SilkGo პლატფორმა) მიწოდებული მომსახურებ(ებ)ით სარგებლობის პირობებს.

წესებში გამოყენებული ტერმინი მომხმარებელი გულისხმობს, სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს SilkGo პლატფორმით და ამ პლატფორმით მიწოდებული ერთი ან რამდენიმე მომსახურებით.

წესებში გამოყენებული ტერმინი კონტენტი გულისხმობს ნებისმიერ აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალას, ასევე სამაუწყებლო არხს და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რომელიც ხელმისაწვდომია SilkGo პლატფორმით მიწოდებული მომსახურების ფარგლებში.

SilkGo პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები:

მაუწყებლობის ტრანზიტით უფასო და ფასიანი მომსახურება. აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელია სს სილქნეტი (შემდგომში: სილქნეტი ან მომსახურების მიმწოდებელი) (საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978, მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N95). მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების დამატებითი პირობები მოცემულია წესების II თავში.

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება (შემდგომში: MyVideo მომსახურება ან MyVideo პლატფორმა) აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელია შპს პრემიუმ ვებ სოლუშენსი. (შემდგომში: MYVIDEO ან MyVideo მომსახურების მიმწოდებელი) (საიდენტიფიკაციო კოდი 404503042, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. თორაძის ქუჩა, N9). MyVideo მომსახურების დამატებითი პირობები მოცემულია წესების III თავში.

უფასო და ფასიანი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება (შემდგომში:VOD მომსახურება). აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელია სილქნეტი. VOD მომსახურების დამატებითი პირობები მოცემულია წესების IV თავში.

ზემოაღნიშნული მომსახურებები ერთობლივად მოიხსენიება, როგორც მომსახურება. თითოეული მომსახურების ამ წესების შესაბამისად მიწოდებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი.

წესებზე თანხმობით ან/და რომელიმე მომსახურების მიღების დაწყებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი

სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე მომსახურებით სარგებლობის წესების და პირობების ყველა დებულებას.

SilkGo პლატფორმაზე რეგისტრაციის წესი და კონტენტის ცვლილება

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, SilkGo პლატფორმის გამოყენებით რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე უყუროს/მოუსმინოს უფასო კონტენტს.

მაუწყებლობის ტრანზიტით და/ანVOD მომსახურების ფასიანი კონტენტით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია, შექმნას ანგარიში (შემდგომში: მომხმარებლის ანგარიში) და შეიძინაოს მომსახურების ფასიანი პაკეტი (შემდგომში: ფასიანი პაკეტი).

ფასიანი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების და/ან VOD მომსახურების ფასიან კონტენტს.

შენიშვნა: თუ მომხმარებელი სილქნეტთან გაფორმებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სააბონენტო ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლობს SilkGo პლატფორმის „ფასიანი პაკეტით“, მასზე ვრცელდება სააბონენტო ხელშეკრულებით განსაზღვრული, საფასურის გადახდის წესები და შესაბამისი პირობები.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგისტრაციისას შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე, სანდოობასა და კანონიერებაზე. მომხმარებელი ვალდებულია სათანადოდ შეინახოს მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია:

2.5.1. შეავსოს და/ან განაახლოს თავისი პერსონალური ინფორმაცია;

2.5.2. აკონტროლოს მისი წვდომის სახეები, გადახდის ვადები, შეავსოს ანგარიში და შეიძინოს ფასიანი მომსახურება

2.5.3. ისარგებლოს ისეთი სერვისებით, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული/ავტორიზებული მომხმარებლებისათვის, მათ შორის MyVideo პლატფორმაზე ატვირთოს კონტენტი .

SilkGo პლატფორმით სარგებლობა და აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე რამდენიმე მოწყობილობაზე.

ერთი ტელეფონის ნომრით/ელ.ფოსტით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიშის დარეგისტრირება.

სხვადასხვა მოწყობილობებზე ერთი და იმავე მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით მომსახურებით სარგებლობა დასაშვებია შეუზღუდავად, თუმცა ერთი და იმავე მომხმარებლის ანგარიშით შესაძლებელია ფასიანი პაკეტით განსაზღვრული კონტენტის მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე ყურება. იმავე მომხმარებლის ანგარიშით ფასიანი კონტენტის მეორე მოწყობილობაზე პარალელურ რეჟიმში ყურების მცდელობისას, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომი იქნება იგივე კონტენტი, რაც ხელმისაწვდომია რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე მომსახურების მიღებისას.

შეძენილი ფასიანი პაკეტის დროებით დაპაუზება არ არის შესაძლებელი. შეძენილი ფასიანი პაკეტის დეაქტივაცია (გაუქმება) შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ SilkGo პლატფორმის უფასო მომსახურებებით სარგებლობა არ არის შესაძლებელი. ამასთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ ფასიანი პაკეტით სარგებლობის პირობები განთავსებულია SilkGo პლატფორმაზე გრაფაში „პაკეტები“.

მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ:

SilkGo პლატფორმით მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება და VOD მომსახურება (როგორც უფასო, ისე ფასიანი) წარმოადგენს ცვალებად სერვისს და ხელმისაწვდომი კონტენტი (მათ შორის ფასიანი პაკეტით გათვალისწინებული კონტენტი) ექვემდებარება პერიოდულ განახლებას და ცვლილებას;

სილქნეტი არ იძლევა გარანტიას, რომ ესა თუ ის კონტენტი (მათ შორის, კონკრეტული სატელევიზიო არხი) ხელმისაწვდომი იქნება კონკრეტული ვადით, მათ შორის ფასიანი პაკეთით სარგებლობის პერიოდში;

სილქნეტი უფლებამოსილია, მისი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად განახორციელოს სატელევიზიო/რადიო არხების ან/და VOD კონტენტის ცვლილება, ჩანაცვლება ან ამოღება;

გადახვევის/დაპაუზების ფუნქცია არ წარმოადგენს მომსახურების გარანტირებულ ნაწილს და სილქნეტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს გადახვევის/დაპაუზების მომსახურება (ფუნქციონალი) ან/და შეცვალოს გადახვევის ხანგრძლივობა ან/და შეცვალოს გადახვევის/დაპაუზების ფუნქციონალის გამოყენების პირობები ყველა ან ცალკეული სატელევიზიო/რადიო არხისთვის ან/და კონტენტისთვის;

სილქნეტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს უფასო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება ან/და უფასო VOD მომსახურება ან/და უფასო მომსახურების მისაღებად მომხმარებელს მოსთხოვოს რეგისტრაცია/ავტორიზაციის გავლა.

ფასიანი მომსახურებით სარგებლობის წესი

ფასიანი პაკეტის სარგებლობისთვის განსაზღვრულია ყოველთვიური საფასური. SilkGo პლატფორმაზე მოქმედებს ე.წ. წინასწარი გადახდის მეთოდი (pre-pay), რაც გულისხმობს, მომხმარებლის ვალდებულებას, კონკრეტული ფასიანი პაკეტის ღირებულება გადაიხადოს წინასწარ.

ფასიანი პაკეტის შეძენისას მომხმარებელმა უნდა აირჩიოს გადახდის მეთოდი - გადახდა მომხმარებლის ანგარიშით ან გადახდა საბანკო ბარათით. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს გადახდის მეთოდი. ფასიანი პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება იწყება სრული ღირებულების გადახდის შემდეგ.

ფასიანი პაკეტი მოქმედებს მისი აქტივაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლებადია. თუ ფასიანი პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, მომხმარებლის ანგარიშზე ან საბანკო ბარათზე არ ფიქსირდება ფასიანი პაკეტის განახლებისათვის საჭირო დადებითი ბალანსი, მისი მოქმედება შეჩერდება და აღდგება მომხმარებლის ანგარიშზე ან საბანკო ბარათზე შესაბამისი თანხის არსებობისთანავე.

ფასიანი პაკეტის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ცალმხრივად SilkGo პლატფორმის მიერ. ასეთი ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება ცვლილებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. თუ ინფორმაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებლის მიერ არ მოხდება ფასიანი პაკეტის დეაქტივაცია, მიიჩნევა, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ღირებულების ცვლილებას და მომსახურების მიღებას განაგრძობს შეცვლილი ღირებულებით.

მომხმარებელს ფასიანი პაკეტის დეაქტივაცია შეუძლია ნებისმიერ დროს. ფასიანი პაკეტის 30 დღიანი ვადის ამოწურვამდე დეაქტივაციის შემთხვევაში მომხმარებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება და შეძლებს განაგრძოს შესაბამისი ფასიანი პაკეტით სარგებლობა 30 კალენდარული დღის ამოწურვამდე.

მომხმარებლის მიერ, ყოველი მეორე და მომდევნო ფასიანი პაკეტის შეძენა, არ იწვევს მანამდე შეძენილი ფასიანი პაკეტის ავტომატურად გაუქმებას/დეაქტივაციას (თუ ახლად შეძენილი ფასიანი პაკეტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს) და შესაბამისად, წინა ფასიანი პაკეტის ღირებულების დარიცხვის შეწყვეტას.

მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურებაზე (მოახდინოს მომსახურების დეაქტივაცია/გაუქმება), ნებისმიერ დროს, მათ შორის მომსახურების დაწყებიდან 14 დღის ვადაში ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა მომსახურების მიმწოდებელმა მაუწყებლობის ტრანზიტითა ან/და VOD მომსახურების ფასიანი მომსახურების მიწოდება დაიწყოს ზემოაღნიშნული 14 დღიანი ვადის გასვლამდე, მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდისთანავე. მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ფასიან მომსახურებაზე უარის შემთხვევაში იგი კარგავს გააქტიურებულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანაზღაურების უფლებას.

მომსახურებით სარგებლობის ტექნიკური მოთხოვნები და ხარისხი

მომსახურების მიღების შესაძლებლობა და კონტენტის სტრიმინგის ხარისხი (კონტენტის შეფერხების გარეშე ყურება) დამოკიდებულია მომხმარებლის მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე და მომხმარებლის ინტერნეტ ქსელის გამტარუნარიანობაზე (სიჩქარე და სტაბილური კავშირი);

მობილური აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა მომხმარებელის მოწყობილობას გააჩნდეს Android 7.0 ან iOS 17.0 ან ოპერაციული სისტემის უფრო ახალი (შემდგომი) ვერსიის მხარდაჭერა.

სტანდარტული გარჩევადობის (SD) ვიდეო კონტენტის ხარისხიანი სტრიმინგისთვის რეკომენდებულია 1.5–3.0 Mbps (მეგაბიტი წამში), ხოლო მაღალი გარჩევადობის (HD 720p/1080p) კონტენტისთვის 5.0–7.0Mbps (მეგაბიტი წამში) სიჩაქრის ინტერნეტ კავშირი.

მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე, შეფერხებაზე ან შეწყვეტაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია (ა)მომხმარებლის ინტერნეტ-კავშირის წყვეტით, არასტაბილური ან დაბალი სიჩქარით, (ბ) მომხმარებლის მოწყობილობის/პროგრამული უზრუნველყოფის დავირუსებით ან/და გ) მომხმარებლის მოწყობილობის სპეციფიკაციებით, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მომსახურების მიწოდების დროებით შეჩერება, შეფერება, შეწყვეტა, დაყოვნება შესაძლოა გამოწვეული იყოს (ა) SilkGo პლატფორმისა და შესაბამისი მომსახურების პერიოდული განახლებით ან დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებით, ისევე როგორც (ბ) მომსახურების მიმწოდებლის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით (ფორსმაჟორი) ან/და (გ) მესამე პირების უკანონო ქმედებებით (მაგ.DDoS შეტევები)

მომხმარებელი ადასტურებს ზემოაღნიშნულ რისკებს და თანხმობას აცხადებს, რომ  მომსახურების მიმწოდებელი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მიწოდება ზემოხსენებული რისკების წარმოშობით იქნა შეფერხებული.

მართლზომიერი სარგებლობის წესები

მომხმარებლისთვის ცნობილია და ადასტურებს, რომ SilkGo ფლატფორმით მიწოდებული მომსახურება/კონტენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ არაკომერციული და პირადი მიზნებისთვის, კერძოდ დაუშვებელია კონტენტის გადაყიდვა/გაყიდვა, რეპროდუცირება, ჩამოტვირთვა, დისტრიბუცია, საჯარო ჩვენება, ლიცენზირება, შეცვლა, მოდიფიცირება ან სხვაგვარად გამოყენება გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი პირობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირდაპირ არის განსაზღვრული წინამდებარე წესებით და/ან ინდივიდუალურად გაფორმებული შეთანხმებით/წერილობითი ნებართვით.

მომხმარებლის მიერ მომსახურების გამოყენება უნდა მოხდეს ნორმის ფარგლებში. შემდეგი ფორმით გამოყენება მიიჩნევა ნორმის დარღვევად:

კომპიუტერული ვირუსების, დამაზიანებელი ან/და მავნე კოდების (worms and/or malicious codes) ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება/გაშვება, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ან/და ცვლის კომპიუტერულ სისტემას ან მონაცემებს;

არაავტორიზებული გზით მონაცემებზე წვდომის მოპოვების მცდელობა ან/და სხვა მომხმარებლების მიერ მომსახურებით სარგებლობის ხელშეშლა.

ნებართვის გარეშე სხვა მომხმარებლების ინფორმაციის ან მონაცემების (მაგ.: ელ. ფოსტის მისამართი და სხვა) შეგროვება/დამუშავება;

SilkGo პლატფორმის იმგვარი (მავნე) გამოყენება, რაც იწვევს მომსახურების შეფერხებას, გადატვირთვას, ან სხვა ფორმებით მომსახურების მიწოდების ხელშეშლას;

მომსახურების იმგვარი გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავი აარიდოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებული ტარიფის გადახდას.

მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ:

მომსახურების მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს, ჰქონდა თუ არა ადგილი მომხმარებლის მიერ ზემოხსენებული ნორმების დარღვევას;

მომხმარებლის მიერ წესებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია შეაჩეროს ან დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში (შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა მიწოდებულ მომსახურებაზე) ან მიმართოს წესებით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

მომხმარებლის მიერ ამ წესებისა და კანონმდებლობის დარღვევით გამოწვეულ, მესამე პირისთვის, ისევე როგორც მომსახურების მიმწოდებლისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

პერსონალური მონაცემების დაცვა

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები, საფუძვლები, კატეგორიები, ვადები და მონაცემთა სუბიექტის უფლებები წესრიგდება კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადით, რომელიც წარმოადგენს წესების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთობლივად.

სხვადასხვა დებულებები

საკითხები, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს წესები მომხმარებელზე ვრცელდება SilkGo პლატფორმისა და ამ პლატფორმით მიწოდებული მომსახურების ფაქტობრივი გამოყენების დაწყებისთანავე.

წესები ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. განახლების შესახებ მომხმარებელს ეცნობება SilkGo პლატფორმის საშუალებით განახლებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე. ამასთან, განახლების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად გამოქვეყნდება SilkGo პლატფორმაზე.

წესების რომელიმე პირობის ბათილობა ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა გავლენას არ მოახდენს მისი სხვა პირობების ნამდვილობაზე.

წესების ტექსტში ნახსენები ყველა ტერმინს აქვს წესებითვე განსაზღვრული მნიშვნელობა, რომელიც ვრცელდება სიტყვის ყველა ფორმაზე, როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში. სხვა ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება წესებში და არ არის განმარტებული, აქვთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II. მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პირობები

უფასო და ფასიანი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების წინამდებარე თავისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდებაზე პასუხისმგებელია სილქნეტი.

წესებში გამოყენებული ტერმინი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება გულისხმობს ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სილქნეტის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემას და მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.

მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება

მაუწყებლობის ტრანზიტით ფასიანი მომსახურების მიღების მიზნით SilkGo პლატფორმაზე რეგისტრაციის წესი, მომსახურებით სარგებლობის ტექნიკური მოთხოვნები და ხარისხი, ასევე მართლზომიერი სარგებლობის წესები მოცემულია წესების I თავში.

მომხმარებელი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება და არ დაუშვას მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე.

მომხმარებელი უფლებამოსილია მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შეფერხების/წყვეტის შემთხვევაში, მიმართოს სილქნეტს (წერილობითი ფორმით ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@silknet.com ან ზეპირი განაცხადით - სატელეფონო ნომერზე - (032) 2 100 100) და მიიღოს ინფორმაცია არის თუ არა შეფერხება/ხარვეზი სილქნეტის მხარეს, ასევე მიიღოს ინფორმაცია ხარვეზის/წყვეტის/შეფერხების აღმოფხვრის სავარაუდო ვადების თაობაზე.

მომხმარებლის საჩივრის განხილვის წესი

მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დასაბუთებული საჩივრით მიმართოს სილქნეტს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის საფუძველზე სილქნეტში შექმილია და მოქმედებს მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახური. საჩივართან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულების შესაბამისად.

მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ამავე კომისიასთან მოქმედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში (https://momkhmarebeli.comcom.ge/) ან სასამართლოში.

კომუნიკაცია მხარეთა შორის

მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საჯაროდ ან ინდივიდუალურად.

საჯარო კომუნიკაცია ხორციელდება SilkGo პლატფორმაზე ან სილქნეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის (განცხადების) განთავსებით ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (მათ შორის, სოციალური ქსელების) გამოყენებით.

მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაცია ხორციელდება კანონმდებლობით, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით. მომხმარებელთან, რომელიც არ არის რეგისტრირებული SilkGo პლატფორმაზე ან/და რომელის საკონტაქტო ინფორმაცია სილქნეტისთვის ცნობილი არ არის, კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საჯარო კომუნიკაციის გზით.

მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის მიერ სილქნეტთან კომუნიკაცია ხორციელდება სატელეფონო ნომერზე: 0322 100 100 დარეკვით ან ელ. ფოსტის მისამართზე info@silknet.com წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

თავი III. ვიდეოგაზიარების პლატფორმის - MyVideo მომსახურების პირობები

SilkGo პლატფორმით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ვიდეოგაზიარების პლატფორის მომსახურება - MyVideo პლატფორმა. MyVideo მომსახურების წესების წინამდებარე თავისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდებაზე პასუხისმგებელია შპს “პრემიუმ ვებ სოლუშენსი”. წინამდებარე თავი ადგენს MyVideo მომსახურებით სარგებლობის წესებს და პირობებს.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

5.1.1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება - მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის შპს “პრემიუმ ვებ სოლუშენსის” სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომხმარებლისთვის მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტის მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. კონტენტის ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს შპს “პრემიუმ ვებ სოლუშენსი”, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით;

5.1.2. ბრენდირებული არხი - სტანდარტული მომხმარებლის გვერდისგან განსხვავებული გვერდი, სადაც ბრენდირებული არხის მფლობელს შეუძლია ატვირთოს ქავერ ფოტო და მიუთითოს ვებ-გვერდის მისამართი. ბრენდირებულ გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია გვერდზე ატვირთული ვიდეოების, ნახვებისა და მოწონებების შესახებ;

5.1.3. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია -  გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია კონტენტში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement).

MyVideo მომსახურება

MyVideo პლატფორმა მომხმარებელს აძლევს საშუალებას პლატფორმაზე განათავსოს/ატვირთოს მომხმარებლის მიერ გენერირებული/შექმნილი კონტენტი. MyVideo ახორციელებს აღნიშნული კონტენტის ჰოსტინგს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაეცნოს/უყუროს მას.

გარდა 12.1. პუნქტში აღნიშნულისა MyVideo-მ შესაძლოა შესთავაზოს მომხმარებელს კონტენტთან დაკავშირებული სხვა მომსახურებებიც, როგორიცაა მაგალითად: ვიდეოს მოჭრის ფუნქციონალი, ბრენდირებული არხის შექმნა და ა.შ.

MyVideo პლატფორმა-ზე განთავსებული კონტენტის ყურებისათვის არ არის აუცილებელი მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაციის პროცესი და შექმნას მომხმარებლის ანგარიში.

MyVideo პლატფორმა-ზე კონტენტის განთავსებისთვის/ატვირთვისათვის საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას მომხმარებლის ანგარიში. გარდა კონტენტის ატვირთვის/განთავსებისა, მომხმარებლის ანგარიშის შექმნა შესაძლოა საჭირო იყოს MyVideo-ს სხვა მომსახურებების მისაღებად, რომლის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება, ასეთი მომსახურების მოთხოვნისას.

კონტენტის ტექნიკური და შინაარსობრივი მახასიათებლები

მომხმარებელს უფლება აქვს MyVideo -ზე ატვირთოს/განათავსოს კონტენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:

კონტენტი არის წარმოდგენილი გავრცელებულ ვიდეოფორმატებში (Windows Media Video, Apple QuickTime, MPEG 1-4, DivX, XviD, 3gp).

კონტენტის ზომა არ აღემატება 3GB-ს, ხოლო ხანგრძლივობა 60 წუთს.

კონტენტი არ უნდა შეიცავდეს:

უმცირესობათა უფლებების შემლახველ შინაარსსა და მასალებს;

საკუთარი თავის სხვა ადამიანად ან უსაფუძვლოდ რაიმე ორგანიზაციისა თუ საზოგადოების წევრად წარმოდგენას;

მასალებს, რომელთა გამოქვეყნების უფლება არა აქვს მომხმარებელს კანონმდებლობის შესაბამისად;

მასალებს, რომლებიც წარმოადგენს სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაცულ ობიექტს და რომლის გამოყენების/გამოქვეყნების სათანადო უფლება მომხმარებელს არ აქვს მიღებული შესაბამისი უფლების მფლობელისაგან;

მასალებს, რომლებიც შეიცავს ნებისმიერი კომპიუტერული ან სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ან პროგრამების დასაზიანებლად, გასანადგურებლად თუ შესაფერხებლად განკუთვნილ ინფორმაციას, აგრეთვე მასალებს, რომელიც შეიცავს არასანქცირებული შეღწევისათვის განკუთვნილ კომპიუტერულ კოდებს, აგრეთვე, კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიულ ნომრებს, ლოგინებს, პაროლებსა და სხვა საშუალებებს;

სხვა პირთა პერსონალურ მონაცემს;

ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეკლამას;

სხვა პირის მისამართით უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და წინადადებების შემცველ ჩანაწერებს;

პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს;

მასალას/შინაარს, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

მასალას/შინაარსს, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია კონტენტის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა;

მასალას/შინაარსს, რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის − ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის ან ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ნიშნებს.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

მომხმარებელი, რომელიც MyVideo პლატფორმაზე განათავსებს კონენტენს ადასტურებს, რომ უფლებამოსილია განათავსოს შესაბამისი კონტენტი და ასეთი მოქმედებით არ არღვევს სხვათა უფლებებს.

MyVideo პლატფორმაზე კონტენტის განთავსება არ გულისხმობს, კონტენტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების MyVideo-ზე გადაცემას, თუმცა მომხმარებელი, რომელიც MyVideo პლატფორმაზე განათავსებს კონტენტს:

ტერიტორიის შეუზღუდავად, MyVideo-ს ანიჭებს არაექსკლუზიურ, უსასყიდლო, გადაცემად ლიცენზიას გამოიყენოს კონტენტი MyVideo პლატფორმის ფუნქციონირების, პოპულარიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით;

ტერიტორიის შეუზღუდავად, MyVideo პლატფორმის ნებისმიერ მომხმარებელს ანიჭებს უფლებას უსასყიდლოდ უყუროს კონტენტს პირადი სარგებლობისთვის და განახორციელოს მასში ისეთი ჩარევები, როგორც ეს დაშვებულია MyVideo პლატფორმის მიერ (მაგალითად, გამოიყენოს ვიდეოს მოჭრის ფუნქციონალი);

ტერიტორიის შეუზღუდავად, MyVideo პლატფორმის ნებისმიერ მომხმარებელს ანიჭებს უფლებას გაავრცელოს/გააზიაროს MyVideo პლატფორმაზე განთავსებული/ატვირთული კონტენტი სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით;

წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიები, მოქმედებს იმ დროით რა დროითაც კონტენტი განთავსებულია MyVideo პლატფორმაზე. თუმცა კონტენტის MyVideo პლატფორმიდან წაშლა არ ავალდებულებს MyVideo-ს აკონტროლოს სხვა მომხმარებელთა მიერ წაშლამდე შექმნილი ასლის გამოყენება ან კონტენტის იმ ასლის წაშლას, რომლის შენახვის ვალდებულებაც დადგენილია კანონმდებლობით ან გამართლებულია სხვა საფუძვლებით.

კონტენტის წაშლა

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წაშალოს ის კონტენტი, რომელიც თავად განათავსა MyVideo პლატფორმაზე.

MyVideo უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალოს კონტენტი თუ დადასტურდა ან გაჩნდა ეჭვი, რომ კონტენტი განთავსებულია კანონმდებლობისა და წინამდებარე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან/და კონტენტის წაშლა მოთხოვნილია კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან/და კონტენტი ზიანს აყენებს MyVideo-ს ან ნებისმიერ სხვა პირს. კონტენტის MyVideo-ს მიერ წაშლის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული შეტყობინება თუ რატომ მოხდა კონტენტის წაშლა გაეგზავნება მომხმარებელს, რომელმაც ატვირთა კონტენტი მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.

MyVideo-მ შესაძლოა გამოიყენოს სხვადასხვა ავტომატური სისტემები, რომელიც საშუალებას მისცემს, მას გამოავლინოს კონტენტი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე წესებს ან/და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით

გარდა წინამდებარე წესების III თავის, მე-5 მუხლის მუხლით გათვლისწინებულისა, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია;

აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა;

აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია:

არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას;

არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას;

არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას;

არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს;

სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია;

ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება;

აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა;

აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში.

მომხმარებელი ვალდებულია კონტენტის MyVideo პლატფორმაზე ატვირთვისას შესაბამის ველში მონიშვნით მიუთითოს, რომ კონტენტი შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას.

კონტენტთან დაკავშირებული მომხმარებლისთვის დაწესებული ნებართვები და აკრძალვები

მომხმარებელი უფლებამოსილია MyVideo პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი გამოიყენოს პირადი და არაკომერციული მიზნით.

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი:

MyVideo პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი ჩამოტვირთოს, შეცვალოს, ხელახლა გაავრცელოს, გადაამუშაოს, მოახდინოს მისი საჯარო ჩვენება, საჯარო გადაცემა, საჯარო შესრულება, გაყიდვა, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა ფორმით კონტენტის ან მისი ნაწილის ცვლილება, უფლებისმფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით ნებადართულისა;

არასწორი/არამიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენოს შეტყობინებისა და საჩივრის წარდგენის ფუნქციონალი;

განათავსოს კონტენტი, რომელიც არ აკმაყოფილებს წინამდებარე თავისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს;

გაზარდოს საკუთარი ან სხვა მომხმარებლის კონტენტის ყურების მაჩვენებელი დაუშვებელი ჩარევებით ან სხვა პირთა მოსყიდვით;

მხარეთა პასუხისმგებლობა

მხარეები თანხმდებიან, რომ კონტენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რომელმაც განათავსა/ატვირთა იგი. MyVideo ახორციელებს კონტენტის ჰოსტინგს და არ ამოწმებს კონტენტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან ან ხდება თუ არა კონტენტის განთავსებით სხვათა უფლებების დარღვევა;

კონტენტის შექმნით MyVideo პლატფორმაზე განთავსებით მიყენებულ ზიანზე სრულად და დამოუკიდებლად პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელმაც ატვირთა/განათავსა შესაბამისი კონტენტი.

მომხმარებლის მიერ წინამდებარე თავისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.

MyVideo პლატფორმა შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც მომხმარებლებს მესამე პირთა ვებ-გვერდებზე გადაამისამართებს. MyVideo არ არის პასუხისმგებელი ამგვარი ვებ-გვერდების შინაარსზე და მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე.

MyVideo მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს პლატფორმის შეუფერხებელი მუშაობა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს შესაძლებლობას მოხდეს MyVideo პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. კონტენტის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება MyVideo-ს.

ბრენდირებული არხის შექმნა

მომხმარებელს, რომლის მიერ ატვირთულ კონტენტს ჯამურად აქვს არანაკლებ 500 000 ნახვა, აქვს საშუალება MyVideo პლატფორმაზე თავად შექმნას ბრენდირებული არხი ან ბრენდირებული არხის შექმნის მოთხოვნით მიმართოს MyVideo -ს.

ბრენდირებული არხის შექმნის მოთხოვნით MyVideo-სთვის მიმართვის შემთხვევაში, მომხმარებელი უზრუნველყოფს ასეთი არხის შესაქმნელად საჭირო მასალის და მონაცემების MyVideo-სთვის წარდგენას. ბრენდირებული არხის ლოგოს, ქავერის და სხვა მასალების გამოყენების კანონიერებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელიც ითხოვს ბრენდირებული არხის შექმნას.

შეტყობინებისა და საჩივრის განხილვის წესი

ნებისმიერი პირი რომელიც თვლის, რომ MyVideo პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი არღვევს მის უფლებებს, ან წინამდებარე წესებს ან კანონმდებლობის მოთხოვნებს, უფლებამოსილია დასაბუთებული წერილობითი საჩივარი ან შეტყობინება წარუდგინოს MyVideo-ს. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, MyVideo-ში შექმნილია და მოქმედეს საჩივრების განმხილველი კომიტეტი. საჩივართან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის წესი მოწესრიგებულია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებით საჩივრისა და საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელის შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესები

თავი IV. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების პირობები

SilkGo პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება უფასო და ფასიანი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება (შემდგომში:VOD მომსახურება). VOD მომსახურების წესების წინამდებარე თავისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდებაზე პასუხისმგებელია სილქნეტი. წინამდებარე თავი ადგენს VOD მომსახურებით სარგებლობის წესებს და პირობებს.

წესებში გამოყენებული ტერმინი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება გულისმობს სილქნეტის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სილქნეტის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს კონტენტს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს.

VOD მომსახურების კონტენტით სარგებლობის წესი

მომხმარებელი უფლებამოსილია VOD მომსახურებით ისარგებლოს მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისთვის. VOD მომსახურების გაწევის მიზნით, სილქნეტი მომხმარებელს აძლევს კონტენტზე წვდომის უფლებას, რაც არ გულისხმობს კონტენტზე რაიმე უფლებების მომხმარებლისთვის გადაცემას.

VOD მომსახურების გაწევის პროცესში შესაძლოა დასაშვები იყოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული ზოგიერთი კონტენტის გადმოწერა, რაც არ გულისხმობს ასეთ კონტენტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მომხარებლისთვის გადაცემას და არ აძლევს უფლებას მომხმარებელს გამოიყენოს ასეთი კონტენტი რაიმე მიზნით და ფორმით, გარდა პირადი არაკომერციული დანიშნულებისა.

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი კონტენტი ჩამოტვირთოს (გარდა ნებადართული შემთხვევებისა), შეცვალოს, ხელახლა გაავრცელოს, გადაამუშაოს, მოახდინოს მისი საჯარო ჩვენება, საჯარო გადაცემა, საჯარო შესრულება, გაყიდვა, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა ფორმით კონტენტის ან მისი ნაწილის ცვლილება, სილქნეტის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევებისა.

საჩივრის განხილვის წესი

„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე, საჩივრების განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, სილქნეტში შექმნილია და მოქმედებს დავების განმხილველი კომისია.

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს დავების განმხილველ კომისიას. სილქნეტი საჩივარს განიხილავს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვის დებულების შესაბამისად.

პოპულარული ვიდეოები

იტვირთება...
მთავარი
ტელევიზია
ვიდეო
მენიუ
პაკეტები
მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები - SilkGO | Silk Go